
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, ნებისმიერი თავდასხმისთვის ძლიერი თავდაცვითი პოზიციით არიან მომზადებული და პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ირანისადმი უცვლელი რჩება, რაც მოლაპარაკებებს გულისხმობს.
ჰეგსეთის განმარტებით, იმედოვნებენ, რომ ირანი მოლაპარაკებების გზას აირჩევს.
"ნებისმიერი თავდასხმისთვის ძლიერი თავდაცვითი პოზიციით ვართ მომზადებული. მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ირანისადმი უცვლელი რჩება - თქვენ შეგიძლიათ მშვიდობის არჩევა. ამაში შედის, მოლაპარაკებების დროს განხილული სხვადასხვა ასპექტი. ირანმა ეს იცის. მათ იციან, რომ შეუძლიათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ამჟამად თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აირჩევენ მოლაპარაკებების გზას.
ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დაიცვას ჩვენი ხალხი რეგიონში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რესურსები. ვართ სოლიდურად მომზადებულები იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ბაზები, ჩვენი ინტერესები დაცული იყოს. განვაგრძობთ ძალებისა და შესაძლებლობების მოდერაციას, რაც თავდაცვისთვის საჭირო იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამერიკელების უსაფრთხოებას", - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.