17 ივლისი 2025,   10:55
ვრცლად
გარეჯობის დღესასწაული სოფელ უდაბნოში ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტული დარბაზის გახსნით დაიწყო

გარეჯობის დღესასწაული სოფელ უდაბნოში ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტული დარბაზის გახსნით დაიწყო, რომლის მშენებლობაც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, სოფელი უდაბნო გამორჩეული სოფელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ სპორტული დარბაზი გაიხსნა.

"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია თავისი მნიშვნელობით და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სპორტული დარბაზი გაიხსნა. მოგეხსენებათ, ზუსტად ასეთი ინფრასტრუქტურის განახლება და შექმნა უწყობს ხელს ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობის გაზრდას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები