
აქ ვართ, რადგან არსებობისთვის ვიბრძვით. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს განმარტებით, ირანი გადაიხდის მძიმე ფასს სამოქალაქო პირების, ქალებისა და ბავშვების განზრახ მკვლელობისთვის.
"აქ ვართ, რადგან არსებობისთვის ვიბრძვით. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს - არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცაზე არიან. ირანი გადაიხდის მძიმე ფასს სამოქალაქო პირების, ქალებისა და ბავშვების განზრახ მკვლელობისთვის. მივაღწევთ ჩვენს მიზანს, მივაყენებთ თეირანს სერიოზულ დარტყმას - გამანადგურებელ დარტყმას. ისინი გაიგებენ ჩვენს ძალას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.