
ისრაელში მყოფი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი, მიხეილ ხეცოიძე აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა ღაზას სექტორიდან განხორციელდა, თუმცა ყველა რაკეტა ჰაერშივე განეიტრალდა.
მისი განმარტებით, მოსახლეობა თავშესაფრებიდან უკვე გამოდის, თუმცა გაფრთხილებულები არიან, რომ ღამით ირანიდან მასობრივი სარაკეტო თავდასხმებია მოსალოდნელი.
"ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ დავტოვეთ თავშესაფრები, რადგან ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა. ამჯერად, ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ღაზის სექტორში დისლოცირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა". ისრაელის მოსახლეობამ დაახლოებით ერთი საათის წინ კვლავ მიიღო შეტყობინება, რომ ისრაელზე კომბინირებულ თავდასხმებს ახორციელებენ ირანი და ირანული პროქსი ძალები. ამ შემთხვევაში, ყველა სარაკეტო თავდასხმა "რკინის გუმბათმა" და ისრაელის ავიაციამ ჰაერშივე გაანადგურა და დაზარალებულები არ არიან. ასევე, ზიანი არ მიუღია ისრაელის ლოჯისტიკას. ამჟამად, ისრაელში მოსახლეობა ნელ-ნელა ქუცებში იწყებს გამოსვლას, თუმცა მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ ამაღამ კვლავ მოსალოდნელია ირანიდან მასიური სარაკეტო თავდასხმა", - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მიხეილ ხეცოიძემ.