11 ივლისი 2025,   03:49
ვრცლად
ოკუპანტებმა უკრაინის რეგიონებს საბრძოლო დრონებით შეუტიეს - საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა

უკრაინაში ოკუპანტებმა ქვეყნის რეგიონებს საბრძოლო დრონებით შეუტიეს.

აფეთქებებია კიევის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. არიან დაშავებულები. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ იელა-ბუგაში დაზიანებულია საბრძოლო დრონების მწარმოებელი ქარხანა. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის გენშტაბმა.

იერიშს, რუსული მხარის მტკიცებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა. 13 დაშავდა. ქარხანა "შაჰედის" ტიპის დრონების გარდა სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებსაც აწარმოებდა.

დღის ამბები