14 აგვისტო 2026,   00:02
ვრცლად
"როცა ლუის ენრიკეს მარცხენა ფლანგზე დახმარება დასჭირდა, მათ იანვარში 70 მილიონი ევრო დახარჯეს ხვიჩა კვარაცხელიას დასამატებლად" - დიეგო სიმიონე

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე "პარი სენ-ჟერმენმა" ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მადრიდის "ატლეტიკო" 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში 72 წუთი ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიას ასისტებით გოლები ფაბიან რუისმა და ვიტინიამ გაიტანეს.

მატჩის შემდეგ მედიასთან, "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა. მისი შეფასებით, "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდში არსებული სიტუაცია იდეალურად შეაფასა და კლუბმა ზამთარში ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა.

"როცა ლუის ენრიკეს მარცხენა ფლანგზე დახმარება დასჭირდა, მათ [პსჟ-მ] იანვარში 70 მილიონი ევრო დახარჯეს ხვიჩა კვარაცხელიას დასამატებლად", - აღნიშნა დიეგო სიმიონემ.

დღის ამბები