
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად, ევრო 2025-ის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდამსხმელი გიგი აბუაშვილი იმყოფებოდა. მან მოახლოებულ თამაშსა და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
"ჩვენი ხასიათის დამსახურებაა, რომ მეორე ტაიმს უკეთესად ვატარებთ. პირველ ნახევარში დაშვებულ შეცდომებს შესვენებაზე მწვრთნელთან ერთად ვაანალიზებთ და სათამაშოდ უფრო მოტივირებული გავდივართ. ხვალაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხასიათი ვაჩვენოთ, რაც თავიდანვე ჰქონდა ამ ნაკრებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა," - აღნიშნა გიგი აბუაშვილმა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი