
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები პირი დააკავა.
1979 წელს დაბადებული რ.ბ. წარსულში ნასამართლევია. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირისგან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.