ყველაფერი მაყურებლის აქტიურობასა და სატელეფონო ზარებზეა დამოკიდებული - დღეს მუსიკალური მეგა პროექტის "საქართველოს ხმის" ნახევარფინალია, ბოლო live შოუ ფინალამდე, სადაც გადაწყდება, რომელ სამ მონაწილეს გადაიყვანს მაყურებელი ფინალურ ეტაპზე.
"კურიერის" დასრულებისთანავე "რუსთავი 2" "საქართველოს ხმის" კიდევ ერთ ეპიზოდს გთავაზობთ, სადაც მონაწილეები პატრიოტულ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ.