გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქვემო ქართლში ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ადგილობრივებს მინისტრმა მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
დავით სონღულაშვილი რეგიონში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს, სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტები და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო
ქვემო ქართლში მინისტრი რამდენიმე საწარმოსაც ეწვია და წარმოების პროცესს პირადად გაეცნო.
მათ შორის, სოფელ თელეთში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტომ 350,000 ლარით დააფინანსა. მანამდე დავით სონღულაშვილი
რუსთავის აზოტის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც გადაიარაღების შემდეგ წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინერალური სასუქი ექსპორტი დღეს უკვე ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორციელდება.
რეგიონში სხვადასხვა პროექტებთან ერთად, გრძელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდება 10 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.