15 ივლისი 2025,   02:41
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

გეკა გელაძე იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. მოისმინა ინფორმაცია დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების, სტატისტიკისა და გახსნის მაჩვენებლის შესახებ.

გეკა გელაძე ასევე იმყოფებოდა რეგიონის სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. მან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და ლაბორატორიები დაათვალიერა. შეხვედრა გაიმართა ქუთაისის აეროპორტშიც.

დღის ამბები