გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. იკითხება ადვოკატების მიერ წარდგენილი მოწმე, "ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე.
ამასთან, სასამართლო პროცესზე მტკიცებულების ვიდეო-მასალის განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურის მოწმეთა გამოკითხვა უკვე დასრულდა.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.