07 აგვისტო 2026,   22:32
ვრცლად
"მუსიკალური ზაფხული 2025" - თელავში ფესტივალმა სტარტი აიღო

ფესტივალმა "მუსიკალური ზაფხული 2025" სტარტი თელავში აიღო- ბატონის ციხის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გვიანობამდე მიმდინარეობდა.

მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, მსმენელის წინაშე ანსამბლი "შვიდკაცა", ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლაფაჩიშვილი, კოტე ყიფიანი და აჩიკო ნიჟარაძე წარდგნენ.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს "შემოქმედებითი საქართველოს" ხელშეწყობით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

თელავის შემდეგ, "მუსიკალური ზაფხულის" ფარგლებში, კონცერტები დაგეგმილია ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმშიც.
 

დღის ამბები