"ფოთი - შავი ზღვის კარიბჭე, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს" - ამ სლოგანით ფოთის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ბრენდირება დაიწყო. ფოთის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერების, ლოგოტიპისა და სლოგანის პრეზენტაცია ქალაქის მერმა წარადგინა.
პროექტის ფარგლებში, წარმოჩენილია ფოთის, როგორც ზღვისპირა საპორტო ქალაქის იდენტობა, მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ქალაქის ურბანული სტრუქტურა.