09 აგვისტო 2026,   01:31
ვრცლად
გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა შოვის სტიქიური მოვლენების დროს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდა დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა

მოეწყო ახალი ბურჯები, რეაბილიტირდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები

დღის ამბები