შინაგან საქმეთა მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ეწვია. გეკა გელაძემ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სამსახურის ხელმძღვანელმა, მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი მიმართულებების და სამედიცინო სერვისების შესახებ.
უწყების ხელმძღვანელმა ერთ-ერთ პრიორიტეტად თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაასახელა.