09 აგვისტო 2026,   06:09
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე პროცესი უკვე ორი საათია მიმდინარეობს. დღეს, შესაძლოა, მზია ამაღლობელი დაკითხონ. სხდომაზე იკითხება დაცვის მხარის მოწმე. წინასასამართლო სხდომაზე გამოცემა "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე გამოიკითხა.

სასამართლოში მივიდნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

დღის ამბები