09 აგვისტო 2026,   11:18
ვრცლად
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა - შეზღუდულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის 96-ე კილომეტრზე, სოფელ გიორგიწმინდასთან, ძლიერი წვიმის შედეგად მოხდა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები