07 აგვისტო 2026,   19:07
ვრცლად
ანსამბლი "მართვე" აშშ-ში კონცერტებს გამართავს

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი "მართვე" ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს Montana International Choral Festival-ის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებში.

სოლო კონცერტები მონტანას შტატში 17, 18, 19 და 20 ივლისს, ქალაქ მიზულაში გაიმართება, სადაც ანსამბლი "მართვე" მსმენელის წინაშე ქართული ხალხური სიმღერებით წარდგება.

საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე, საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები