100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მოსწავლე, მსოფლიოს წამყვანი საბალეტო სკოლის პედაგოგები და საერთო მიზანი - გზა დიდ სცენამდე. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი პირველად მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო კურსს იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც საბალეტო ხელოვნებაში პროფესიული დაოსტატება სურთ.
კურსის ჩატარების იდეა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინას ელენე გლურჯიძეს ეკუთვნის. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ელენე გლურჯიძემ ბრწყინვალე კარიერა 10 წლის წინ დაასრულა. მას შემდეგ, რაც სცენას დაემშვიდობა, თანამოაზრეებთან ერთად ლონდონში "Masters of Ballet Academy" დააარსა. მისი კურსები მსოფლიოში ათასობით მოზარდმა გაიარა.
რამდენიმე დღიანი მასტერკლასები 19 ივლისს საჩვენებელი სპექტაკლით დასრულდება, რომელსაც მოსწავლეები თბილისის ოპერისა და ბალეტის მცირე სცენაზე წარმოადგენენ.
საერთაშორისო საზაფხულო კურსი არა მხოლოდ ახალი გამოცდილება არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ბალეტის რუკაზე უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი