"ზაფხულის ფესტივალი" ქობულეთში - ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებითაა მორთული. ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობით და დრამების შოუთი იხსნება. საღამოს 5 საათზე დაიწყება მუსიკალური პროგრამა, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"ზაფხულის ფესტივალი" ქობულეთში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.