07 აგვისტო 2026,   20:20
ვრცლად
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი "მეთამაშე" განახლდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი "მეთამაშე" განახლდა.

ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ცენტრში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე საოფისე ავეჯით აღიჭურვა პროექტის — "შშმ-პირთა ცენტრების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში. ასევე, გაფართოვდა ინკლუზიური სარეაბილიტაციო სერვისები და დასაქმდნენ ადგილობრივები.

ახალი ცენტრი 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურება და შშმ პირებისთვის გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და მეგობრული სივრცე.

დღის ამბები