16 აგვისტო 2026,   18:55
ვრცლად
25 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის II, III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე არჩილის, პეტრე იბერის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, კირსელაძის, დელისის, კამანის, გაზაფხულის, გურიელის, ნუცუბიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IV მიკრორაიონის, გობრონიძის, ვაშაკიძის და ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები