ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვა, ამჯერადაც ძიუდოში.
ვასილ გამეზარდაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლი, ხოლო გიორგი მუმლაძემ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვეს.
წინ კიდევ 2 დღეა და საქართველოს გუნდი კვლავ განაგრძობს მედლებისთვის ასპარეზობას.
"ოქროსთვის ვიყავი აქ ჩამოსული, ვიბრძოლე, მაგრამ ღმერთმა ასე მოისურვა და დღეს ბრინჯაოს დავკმაყოფილდი", - აცხადებს ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გიორგი მუმლაძე.