09 აგვისტო 2026,   00:42
ვრცლად
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა გაიხსნა (ფოტოები)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, "სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის" ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენი მეურნეობა გაიხსნა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, მეურნეობაში შექმნილია ხელსაყრელი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.

"სპეციალურად მოწყობილ გარემოში შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ირმების ქცევა, სოციალური დინამიკა და ადაპტაციის ეტაპები. ეს ინფორმაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ სახეობის ბუნებაში დაბრუნების პროცესი", - განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

May be an image of deer

May be an image of 7 people and tree

May be an image of 6 people and text

May be an image of 5 people and text

May be an image of guanaco and deer

 

დღის ამბები