13 აგვისტო 2026,   18:31
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს ღირსების ორდენი და მედლები გადასცა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრის შემდეგ, კალათბურთელები "ევრობასკეტზე" საასპარეზოდ ემზადებიან. სახელმწიფო ჯილდო მათ დღეს პრეზიდენტისგან მიიღეს. მიხეილ ყაველაშვილმა, ნაკრების წევრებთან ერთად, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა სპორტის მინისტრმა. გამარჯვების მოლოდინი აქვთ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაშიც.

მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს ღირსების ორდენი და მედლები პირადად გადასცა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წახალისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პრემიერი აქცენტს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებს.

კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ხვალიდან დაიწყებენ. პირველ შეხვედრას C ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ. ამავე ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იტალია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მასპინძელი კვიპროსი იქნებიან.

დღის ამბები