09 აგვისტო 2026,   01:34
ვრცლად
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტრო ქვესადგურს დაარტყეს

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის შეტევების საპასუხოდ, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტრო ქვესადგურს დაარტყეს. ოლქის გუბერნატორის თქმით "დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზასთან დამაკავშირებელი ქსელისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა".

ტელეგრამ არხ Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ელექტრო ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა. ასევე, შეზღუდვები დაწესდა ფრენებზე ვოლგოგრადის აეროპორტში.

დღის ამბები