12 აგვისტო 2026,   01:11
ვრცლად
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატი ტარდება

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დიდი სპორტული დღესასწაული ბრუნდება - 8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში კვლავ აღდგა წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატი.

ავტოდრომი სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რასაც რასაც თან ახლდა ვერტმფრენების საჩვენებელი გადაფრენა.

სპირტულ ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ჩემპიონატის პირველმა ოფიციალურმა რბოლამ სტარტი უკვე აიღო, დღის ბოლო ავტორბოლა კი 19:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები