09 აგვისტო 2026,   00:48
ვრცლად
ლაგოდეხის მერი მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში მიმდინარე დასასვენებელი, მწვანე ზონების მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო

ლაგოდეხის მერი მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში მიმდინარე დასასვენებელი, მწვანე ზონების მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

სკვერებში, მოეწყო ბილიკები, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები, ჩოგბურთის მაგიდა, ფანჩატური, დამონტაჟდა დეკორატიული განათება და სკამები. ახალი დასასვენებელი სკვერები, ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი და ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული სტუმრები.

შვიდივე სკვერის სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 194 073 ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები