12 აგვისტო 2026,   00:03
ვრცლად
საქართველოში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის დახურვის ცერემონია "თბილისი არენაზე" გაიმართა

საქართველოში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ქვეყანამ მსოფლიო პირველობას პირველად უმასპინძლა. დახურვის ცერემონია "თბილისი არენაზე" გაიმართა.

ცერემონიაზე საერთაშორისო ფედერაციის დროშა 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქ ჰონგ-კონგს გადაეცა. ტურნირში 120 ქვეყნის 1200-ზე მეტი ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობდა.

თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

დღის ამბები