07 აგვისტო 2026,   21:55
ვრცლად
ტრაგედია თბილისში - ცინცაძის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ცინცაძის ქუჩაზე ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. 

მოპედის მძღოლი დაიღუპა. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები