07 აგვისტო 2026,   21:21
ვრცლად
გივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა.

მინისტრის ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 წლის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების საუკეთესო შედეგის მქონე სტიპენდიატს ვალერი არავიაშვილს, რომელიც სწავლას დიდ ბრიტანეთში, King’s College London-ში, ფსიქოთერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსა 249 ახალგაზრდას, რომლებიც მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშირის, წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.

დღის ამბები