15 აგვისტო 2026,   01:18
ვრცლად
სპორტის მინისტრმა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

სტამბოლში  გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე საქართველომ  ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ შედეგით, საქართველო 33 მონაწილე ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს. საქართველოს ახალგაზრდულმა პარალიმპიურმა ნაკრებმა ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად იასპარეზა. 

ევროპის პარათამაშებზე ჩემპიონობა იზეიმეს პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ და ნატა ოჩიგავამ, ვერცხლი ასევე პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს კი პარამოცურავე ზაკო მუშკუდიანმა დაისაკუთრა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

დღის ამბები