08 აგვისტო 2026,   22:07
ვრცლად
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება ელექტროენერგია 12 აგვისტოს - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრო რაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ვიქტორ კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ილია სუხიშვილის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები