09 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
ვახტანგ ბერიძე: დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. მადლობა ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა და "ქართული ოცნების" მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა, მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს", - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

დღის ამბები