უკრაინაში, ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულ 17 ადამიანს შორის 6 მცირეწლოვანია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა ერთ-ერთი იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. არსებობს საფრთხე, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.