07 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO სერტიფიკატი მიენიჭა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - აისოს სერტიფიკატი მიენიჭა. ცენტრმა ხარისხი საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის აუდიტის შედეგად მიიღო. 

როგორც გამართულ ღონისძიებაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სერტიფიკატი არ არის მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი — ის ადასტურებს, რომ ცენტრის მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. 20 აგვისტოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღეა.

„ჩვენი გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმატებულობა, მისი ხარისხი აღიარებული იქნა საერთაშორისო ავტორიტეტული აუდიტორიული კომპანიის მიერ, ე.წ. ISO სერტიფიქატის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ რეალურად ეს არის მაღალ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, რომლის მიწოდებასაც ახორციელებს ჩვენი დაწესებულება. დღეს გახლავთ საერთაშორისო დღე სამედიცინო ტრანსპორტის, ანუ იმ ადამიანების დღე, რომლებიც ექიმებთან, ექთნებთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად ყოველდღიური დაუღალავი შრომით არიან დაკავებული, რაც აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება, მათი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, დაუღალავი მუხლჩაუხრელი შრომა, მათი ღვაწლი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების მხრიდან დაფასება“, -აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე

დღის ამბები