07 აგვისტო 2026,   23:26
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი შეზღუდვით მიეწოდება - გადაამოწმეთ გრაფიკი და მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება უწყდება.

ჩუღურეთი რაიონში: მამარდაშვილის ქ. N33-თან ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას, დღეს, 14:00-დან ხვალ, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება უწყდება: მიჩურინის (ახლანდელი ხაზარაძე), კიკვიძის (ჩხიკვიშვილის), პალიასტომის და საქარას ქუჩებს, ნორიოს აღმართის N1-33 (კენტებს), N2-36 (ლუწებს), ნორიოს ჩიხს, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე-4 შესახვევებს, უფლისციხის, ფარავანის ქუჩებს, ფარავნის 1,2,3 ჩიხებს, კაპანაძის, ართვინის N1-41ა (კენტებს), N 2-60 (ლუწებს), მამარდაშვილის N22-78 (ლუწებს), N11-71 (კენტებს), ლენტეხის და ოსიაურის ქუჩებს.

სამგორის რაიონში: მიხეილ გრიგორაშვილის ქ. N24 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება დილის 06:00 საათამდე ეზღუდება ქვემო ალექსეევკას.
დღის ამბები