"გემო ფესტი" კულინარიულ დღესასწაულზე ბევრად მეტია - ეს არის გზა რეგიონის კულტურის, ბუნებისა და სტუმართმოყვარეობის შესაცნობად. აქ ყოველი კერძი ისტორიას ჰყვება და ყოველი წუთი დაუვიწყარ მოგონებად რჩება. 2022 წლის შემდეგ, უკვე მეორედ, რაჭა "გემო ფესტს" უმასპინძლებს, ორდღიან კულინარიულ თავგადასავალში მონაწილეობას ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ.
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრებს, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები წარუდგინონ. კვების სივრცე ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა, სადაც სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა განთავსდება, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.
წელს, პირველად "გემო ფესტს", მთავარი მხარდამჭერის სტატუსით ამბროლაურის აეროპორტი უერთდება.
რაჭის სტუმრებისთვის 28 აგვისტოს დამატებითი ავიარეისები დანიშნა.
გურმანებისთვის საყვარელი დღესასწაული სტუმრების მოლოდინშია. რაჭის შემდეგ "გემო ფესტ"ი სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.