05 აგვისტო 2026,   18:41
ვრცლად
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეები განახლებულ გარემოში შეხვდებიან

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას ახალი საკლასო ოთახები დაემატება და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები განახლებულ გარემოში შეხვდებიან. პროექტს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.

სკოლაში მიმდინარე განახლების პროცესი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის
მერობის კანდიდატთან ერთად მოინახულა.

გიორგი ჯინჭარაძემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, განათლების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს გაეცნო, ასევე სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის მიერ, ახალი სასწავლო წლისთვის აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ხორციელდება.

დღის ამბები