06 აგვისტო 2026,   16:46
ვრცლად
ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც განსაკუთრებით შერჩევითები უნდა ვიყოთ და უზრუნველვყოთ, რომ გეოსივრცითი ინფორმაცია მაქსიმალურად პროდუქტიულად ინტეგრირდეს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში - ალექსანდერ დე კროო

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს.

ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე მონაწილეობს. თამარ ზოდელავამ საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო. გაიმართა თემატური სესიებიც.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა ალექსანდერ დე კროომ აღნიშნა, განვითარების პროცესებისათვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო დროსა და საჭირო ადგილას.

"განვითარების პროცესებისათვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. სწორედ ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც განსაკუთრებით შერჩევითები უნდა ვიყოთ და უზრუნველვყოთ, რომ გეოსივრცითი ინფორმაცია მაქსიმალურად პროდუქტიულად ინტეგრირდეს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში როგორც წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზა", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა ალექსანდერ დე კროომ.

დღის ამბები