07 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

კანდიდატი ამჯერად, სოფლების: ჭვინთის, ანისა და ელიაწმინდის მცხოვრებლებს შეხვდა.

ვარლამ წიკლაურმა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველა დაგეგმილი სამუშაო სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდება. სოფლებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მისი მთავარი ამოცანა იქნება.

დღის ამბები