07 აგვისტო 2026,   18:33
ვრცლად
4 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის რამდენიმე რაიონს 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უგრეხელიძის, ლორთქიფანიძის, თამარაშვილის,  უნივერსიტეტის, ქავთარაძის, დელისის, ასათიანის, ნუცუბიძის და ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, ურიდიას, ლეჩხუმის, ახტალის, ლისაშვილის, ზაქარაიას, კაჭრეთის, ცქიტიშვილის, მესხიშვილის, ლოტკინის, ჟღენტის, კალიუჟინის, კონდოლის, ბახმაროს, გომარეთისზაქარაიას, თიგიშვილის, ჩოდრიშვილის, ზედაუბნის, რაჭის, ნოსტეს, კახიანის და სამღერეთის ქუჩების მოსახლეობას.   

დღის ამბები