07 აგვისტო 2026,   18:13
ვრცლად
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, ირაკლი ბენდელიანი, წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, ირაკლი ბენდელიანი, წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. 

ამჯერად მან მოსახლეობის საჭიროებები თემქაზე, ზღვისუბნის დასახლების მცხოვრებლებისგან მოისმინა.  

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდი ზღვისუბნის დასახლების მე-11 მრ, I კვ, Nა და ბ კორპუსების მცხოვრებლებს. გავიცანი ამომრჩეველი და მოვისმინე მათი საჭიროებები.

ვისაუბრეთ, როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებსა და უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.

დღესვე, შევხვდი ზღვისუბნის დასახლების მე-11 მრ, II კვ, N21ა კორპუსის მცხოვრებლებს. განვიხილეთ ის საკითხები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ზღვისუბნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. აქტიური კომუნიკაცია გვექნება და კოორდინირებულად ვიმუშავებთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და ზღვისუბანი გახდეს გამორჩეულად ლამაზი ადგილი ჩვენს დედაქალაქში", - წერს ირაკლი ბენდელიანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები