07 აგვისტო 2026,   21:01
ვრცლად
"ჩვენი ყოველდღიურობაა კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან - ჯერჯერობით, სხვა პარტიების წარმომადგენლები არ შემინიშნავს" - გლდანის (ავჭალის ოლქი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გლდანის (ავჭალა) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", შალვა ოგბაიძემ, "რუსთავი 2-ის" ეთერში, "დღის სტუმარში", თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსა და კამპანიაზე ისაუბრა:

"საარჩევნო კამპანია, ჩემი ყოველდღიურობა არის რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადამიანთან შეხვედრა, კარდაკარ სიარული. ეს არის საარჩევნო კამპანიის სპეციფიკა. როდესაც ადამიანს თვალებში უყურებ, ეს არის ერთგვარი ბიზნესგარიგება - მოსახლეობა გიკვეთავს და თუ შენ მას დაუსაბუთებ, რომ ამის გაკეთებას შეძლებ, ის აუცილებლად გაძლევს ხმას. ყოველდღიური რეჟიმია ჩვენს თანამოქალაქეებთან სიარული. ჯერჯერობით, სხვა პარტიების წარმომადგენლები არ შემინიშნავს.

ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, ყოველდღიური კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან და ამომრჩევლებთან, დაგეგმვა, თვალის გადავლება, რა გაკეთდა და რაც უახლოეს მომავალში უნდა გაკეთდეს, საუბარი ამ პროექტებზე," - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

დღის ამბები