07 აგვისტო 2026,   21:20
ვრცლად
"ოქროს ლომი", წითელი ხალიჩა, ვარსკვლავების ჩაცმულობა, მსოფლიო ომები და პოლიტიკა - რა ხდებოდა ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე

"მამა, დედა, და, ძმა" - დუბლინი, ნიუ ჯერსი, პარიზი - სამი ამბავი, სამ სხვადასხვა ქალაქში ვითარდება. კინოსურათი თაობათა შორის კონფლიქტს ასახავს.

კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - "ოქროს ლომი" ჯიმ ჯარმუშის ფილმმა დაიმსახურა.

ჟიურის გრანპრის მფლობელი კაუტერ ბენ ჰანიას ნამუშევარი "ჰინდ რაჯაბის ხმა" გახდა. ფილმი 6 წლის გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც ღაზის სექტორში დაბომბვის დროს დახმარებას ითხოვს. ნამუშევარში რეალური აუდიო ჩანაწერია გამოყენებული.

ჟიურის სპეციალური პრიზი ჯანფრანკო როსიმ მიიღო ფილმისთვის "below the clouds". საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, სინ ჟილეი დასახელდა ფილმისთვის "The Sun Rises on us all", საუკეთესო მსახიობი კაცი კი ტონი სერვილო გახდა, "გრაციაში" შესრულებული როლისთვის.

"გრაცია" პაოლო სორენტინოს პოლიტიკური დრამაა, რომლითაც ვენეციის 82-ე კინოფესტივალი გაიხსნა.

ვენეციის კინოფესტივალს კუნძული ლიდო 10 დღე მასპინძლობდა. ღონისძიებას არაერთი სანახაობრივი დატვირთვაც ჰქონდა. ოფიციალურ ნაწილამდე "პალაცო დელ სინემას" ხალიჩაზე, ტრადიციულად, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. 2025 წლის ცერემონიაზე ქეით ბლანშეტმა, ჯორჯ კლუნმა, ჯულია რობერტსმა და სხვა ჰოლივუდის მსახიობებმა გაიბრწყინეს.

კინოფესტივალის ისტორია 1932 წლიდან იწყება. ყოველწლიურად, საპრემიერო პროგრამაში წარმოდგენილია ფილმები, რომლებიც საბოლოოდ "ოსკარის", "ოქროს გლობუსის" და სხვა არაერთი პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტებში საპატიო ადგილს იკავებენ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები