იწყება "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026". თუ ხართ მასწავლებელი, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეების ფინანსური განათლების ამაღლებას ინოვაციური მეთოდებით უწყობს ხელს - საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუ-ს კონკურსი თქვენთვისაა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - „ეროვნული ბანკი“) ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) სს „ბაზისბანკი-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) მხარდაჭერით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ აქტივობებს ფინანსური განათლების ხელშესაწყობად, „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ (შემდგომში - „ჯილდო“) მოსაპოვებლად კონკურსს (შემდგომში - „კონკურსი“) აცხადებს.
ჯილდოს დაწესების მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით.
ჯილდოს ზოგადი ამოცანებია:
2.1. კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 09 სექტემბერი, 2025 წელი;
2.2. ფინანსური განათლების აქტივობების განხორციელების პერიოდი: 15 სექტემბერი, 2025 წელი – 15 ივნისი, 2026 წელი;
2.3. საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 15 მაისი - 15 ივნისი, 2026 წელი;
2.4. 5 (ხუთი) საუკეთესო ფინალისტის გამოვლენის თარიღი: 01 სექტემბერი, 2026 წელი;
2.5. 1 (ერთი) გამარჯვებულის (ჯილდოს მფლობელის) გამოვლენის თარიღი: 09 სექტემბერი, 2026 წელი;
2.6. კონკურსის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებულ მასწავლებლებთან.
3.1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნის მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლების ნებისმიერ (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საფეხურზე:
3.2. ფინანსური განათლების აქტივობებს შორის შეიძლება განხორციელებული/წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი: პროექტი, გაკვეთილი, კონკურსი, თამაში, სიმულაცია, კლუბი, ვიდეო, ვებ-გვერდი, სასწავლო რესურსი და ა.შ., რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ფინანსური ცოდნის ამაღლებას და მათში სწორი ფინანსური ჩვევების, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ასევე, შესაბამის შემთხვევებში, ხელს შეუწყობს ფინანსური განათლების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სასკოლო საზოგადოებაში.
3.3. საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია და მასალები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
3.4. საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია და მასალები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
3.5. საკონკურსო განაცხადის ფორმა და გაგზავნის პირობები გამოქვეყნდება „ფინედუ-ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.finedu.gov.ge 2026 წლის 15 მაისს და აღნიშნულის გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
საკონკურსო განაცხადის ფორმაში მოცემული იქნება:
4.1. ზოგადი ინფორმაცია მასწავლებლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შესახებ;
4.2. ინფორმაცია განხორციელებული ფინანსური განათლების აქტივობების შესახებ:
(აქტივობის განხორციელების დამადასტურებელი მასალა არ უნდა მოიცავდეს ფიზიკური პირების (მათ შორის, მოსწავლეების) ფოტო/ვიდეო მასალას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ამ პირების გარჩევადობა/იდენტიფიცირება იქნება შეუძლებელი).
4.3. ინფორმაცია შექმნილი სასწავლო რესურსების შესახებ:
4.4. სხვა დამატებითი ინფორმაცია/რეკომენდაცია (სურვილისამებრ).
საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილ ფინანსური განათლების აქტივობებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
6.1. კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლინდება 5 (ხუთი) ფინალისტი მასწავლებელი.
6.2. კონკურსის ფინალში გამარჯვებულად გამოვლინდება 1 (ერთი) მასწავლებელი, რომელსაც გადაეცემა ჯილდო და ფულადი პრიზი 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სს „ბაზისბანკი-სგან“.
კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი მასწავლებელი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუ-ს“. მიღებული აქტივობების აღწერის დოკუმენტები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნულ ბანკისა და „ფინედუ-ს“ მიერ სხვადასხვა შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის სათანადო მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
8.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძველი.
კონკურსში მონაწილეობით, მასწავლებელი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები, სამუშაო ადგილი, კერძოდ სკოლის დასახელება და მისამართი) საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამუშავდეს:
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი არის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი - ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ფინანსური განათლების თვალსაზრისით, ასევე, კანდიდატის მომართვის განხილვა.
პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.
კონკურსანტი მასწავლებლის მიერ მისი პერსონალური მონაცემების წარმოდგენის გარეშე, იგი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო, გამარჯვების შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის ნომრის წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი ფულადი პრიზის მიღებას.
8.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები.
კონკურსანტი მასწავლებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მსვლელობის პერიოდში, მათ შორის, გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ვადით, ასევე, ფინალისტი მასწავლებლების კონკურსით გათვალისწინებული მასალების მიწოდებისათვის საჭირო მოცულობით.
კონკურსის იდეისა და გამჭვირვალობის მიზნის გათვალისწინებით, გამარჯვებულისა და ფინალისტი მასწავლებლის მონაცემები (სახელი, გვარი და სკოლის დასახელება) დარჩება ხელმისაწვდომი საჯაროდ საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ოფიციალური ვებგვერდებისა თუ სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე, ამ არხების არსებობის ვადების შესაბამისად.
რაც შეეხება გამარჯვებული მასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერს - იგი დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
8.3 კონკურსანტის უფლებები
კონკურსანტ მასწავლებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ასევე, საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან/და ამ მონაცემების ასლების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე.
მიმართვა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected]
8.4. 8.3 პუნქტში მითითებული უფლებების შეზღუდვა
ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
8.5. კონკურსანტის უფლებების რეალიზების გზები
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - (რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva, ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ ან/და საქართველოს საერთო სასამართლოებს.