07 აგვისტო 2026,   19:10
ვრცლად
პარიზში, სკოლის შენობასთან, შეტაკებები მოხდა

მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის, პარიზში, სკოლის შენობასთან შეტაკებები მოხდა. ახალგაზრდებმა სასწავლო დაწესებულების შესასვლელი დაბლოკეს. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრაციებზე ამ დროისთვის დაკავებულია პროტესტის მონაწილე 95 პირი. ფრანგული მედიის ცნობით, ქუჩებში აქტივისტებმა ნაგვის ურნების გამოყენებით მოაწყვეს ბარიკადები და გააჩინეს ცეცხლი. საპასუხოდ, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა.

პროტესტის მიზეზი საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ზომები გახდა, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

დღის ამბები