07 აგვისტო 2026,   23:23
ვრცლად
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატო-ს "სწავლების დაგეგმარების კურსი“გაიხსნა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატო-ს "სწავლების დაგეგმარების კურსი“გაიხსნა.

ერთკვირიან კურსში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

34 მსმენელიდან 16 ქართველი, ხოლო 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატო-ს დოქტრინის მიხედვით, ნატო-ს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი, მათ ნატო-ს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დღის ამბები