07 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "კლასიკური მუსიკის საღამო" გაიმართა

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის "მუსიკალური ბათუმი 2025" ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, "კლასიკური მუსიკის საღამო" გაიმართა.

კონცერტში, ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სოლო შემსრულებლები სოფო ხალვაში, ბაჩო ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე და თამთა ხუხუნაიშვილი მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა.

შესრულდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები.

"მუსიკალური ბათუმი 2025", მთელი წლის განმავლობაში, აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

დღის ამბები